Wednesday, November 18, 2015

დღე 9

წარვადგინე პორტფოლიო. მოვისმინე ტრენერის დადებითი შეფასება .აგრეთვე მოვისმინე ჩემი მეგობრების ნაშრომები, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო. ამ პროექტზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი. ვიცი, რომ პროექტზე მუშაობის დროს მიღებული ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. საკვანზო საკითხების მიგნებაში სწავლების ხელშემწყობი გზების ძიებაში .გავიგე როგორ ვიმუშავო მოსწავლესთან , რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლი განუვითარო. ვისწავლე ინტერნეტის გამოყენება სწავლის პროცესის ხელშსწყობისათვის.

Sunday, November 15, 2015

დღე მე-8. 7 მოდული

გავეცანი როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. გავიგე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობებისათვის. ვიმუშავე იმაზე, თუ როგორ გავუწიო კლასს ფასილიტაცია ორიენტირებული სწავლების პროცესზე, რათა გახდნენ დამოუკიდებელი შემსრულებელნი .სხვისი დახმარების გარეშე გაართვან თავი დავალებებს.

Saturday, November 14, 2015

გავიგე ბლუმისა დაგარდნერის მატრიცა ,რათა გავითვალისწინო სხვადასხვა დონისა და ინტელექტის მქონე მოსწავლეების შესაძლებლობები. უკეთ დავგეგმო სასწავლო პროცესი და დავეხმარო მოსწავლეებს მკვლევარის, ისტორიკოსის, მეცნიერის და ა.შ. როლის მორგებაში.დამოუკიდებელი აზროვნების უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებაში.

მე-7 დღე .

წარვადგინე დავალება.შეუსრულებელ საკითხებზე მივიღე რჩევები. ამგვარი მიდგომა ძალიან დამეხმარა საკითხის კარგად წვდომაში, მაგრამ დიდი დრო წაიღო .გავიგე რამდენად საჭიროა ამგვარი მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა წარმატების მისაღწევად.

Sunday, November 8, 2015

დღე მე-6

გავეცანი სლაიდების გაკეთებას. მოვირგე მოსწავლის როლი, საპრეზენტაციო რუბრიკის მომზადებისას გავეცანი ბიბლიოთეკით სარგებლობას,რომელიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას.გავეცანი ფოტოების მოძიებასა და შენახვას.ვისწავლე დიზაინის შეცვლა

Saturday, November 7, 2015

დღე მე-5

გავეცანი კავშირს მიზანსა და სტანდარტს შორის. შევაფასე შეფასების რუბრიკით ,განვიხილე სწრაფი წვდომის შეტყობინებების სახეები. გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას.

Sunday, November 1, 2015

დღე-4

დღეს გავეცანი მასალის  გაგებისა  და ამა თუ იმ ჩვევეების ათვისების   ხარისხის      შემოწმებას.  გავიგე  მოსწავლეებს რამდენად დაეხმარება ესე თუ მეთოდი  ცოდნის ხარისხის ასამაააღლებლად.  ჩემთვის  გასაგები გახდა  მოსწავლეთა შეფასების 5მიზნის მნიშვნელობა   ,რათა გასაგები  გახდეს მოსწავლის ათვისების ხარისხი .მომეწონა სტანდარტების  მრავალ სახეობა ,რომელთა გამოყენება გაკვეთილს საინტერესოს  გახდის და აამაღლებს  მოსწავლეთა დაინტერესებას